Accentnews.ge
"ნიკა მელია რომ ციხეში ზის, ნამდვილად რუსული თამაშია, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მელიას თანამონაწილეობით გაითამაშა"

"ნიკა მელია რომ ციხეში ზის, ნამდვილად რუსული თამაშია, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მელიას თანამონაწილეობით გაითამაშა"

17/04/2021 17:05:03 პოლიტიკა

„ის, რომ დღეს ნიკა მელია ციხეში ზის, ნამდვილად რუსული თამაშია, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ნიკანორ მელიას თანამონაწილეობით გაითამაშა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ იჭრებოდა ნიკანორ მელია პარლამენტში, რომ რუსულ თამაშს თამაშობდა და ასევე ზუსტად იმიტომ იჭრებოდა ცესკოს შენობაში, რომ რუსულ თამაშს თამაშობდა.

„იმიტომ გადააგდო ელექტრონული სამაჯური, რომ ის თამაშობდა რუსულ თამაშს და ბოლოს, იმიტომ არ გადაიხადა გირაო, რომ ის თამაშობდა რუსულ თამაშს. საბოლოო ჯამში, მან თავად დაიჭირა თავისი თავი და ესეც იყო რუსული თამაში. თავად მიიყვანა პროცესი პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილმა და შემდეგ, ნიკანორ მელიამ. ეს არის რა თქმა უნდა, რუსული თამაში. ჩვენი ამოცანაა, არავის მივცეთ რუსული თამაშის გაგრძელების საშუალება. სწორედ ამიტომ მოვაწერეთ ხელი იმ დოკუმენტს, რომელიც არის შემოთავაზებული ევროკავშირის მხრიდან. ახლა, ზუსტად ოპოზიციამ უნდა დაამტკიცოს, ის განაგრძობს რუსულ თამაშს, თუ სურს ქართული თამაშის დაწყება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, თავისთავად ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ ოპოზიციამ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს.

კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დოკუმენტი 31 მარტს შესთავაზა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S