
ცხინვალი "საქართველოსთნ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიას" ქმნის
20/04/2021 12:16:40 კონფლიქტები
ოსური ე.წ. პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე დღეს "საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის" შემადგენლობაზე იმსჯელეს.
კომიტეტს საკითხის განხილვა დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ალან ტადტაევმა დაავალა. «აუცილებელია, კომისიამ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ჩამოყალიბების შესახებ დეკრეტში გაწერილი ყველა ნორმის დაცვით იმუშავოს და ჩვენი რესპუბლიკის საზღვრების დემარკაციისთვის საერთო აზრი გამოიმუშავოს» - აღნიშნა მან.
ადრე ცხინვალმა რამდენჯერმე შესთავაზა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, ე.წ. საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციაზე ერთობლივად ემუშავათ. გასული წლის 11 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ამ თემას რუსეთის საგარეო უწყების წამომადგენლებიც შეეხნენ და არგუმენტად "საზღვრისპირა რაიონებში ვითარების შემდგომი სტაბილიზაციის აუცილებლობა" დაასახელეს.
თავის მხროვ, თბილისი აცხადებს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ხოლო გამყოფი ხაზი არა საზღვარი, არამედ საოკუპაციო ზოლია.