ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ძველ ფორმას ახალი მთლიანად ჩაანაცვლებს, რაც რეინფიცირების რისკს ზრდის

21-04-2021 21:51:52 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების პიკს აპრილის ბოლოსა და მაისის პირველ ორ კვირაში ელოდებიან, თუმცა შემოდგომის მსგავს პიკს, მიუხედავად კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობის აზრდისა, ამ ეტაპზე არ ელიან. არგუმენტად გამყრელიძე საზოგადოებაში უკვე არსებულ იმუნიტეტს ასახელებს და ამბობს, რომ სხვადასხვა კვლევით ქვეყანაში ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს Covid-19 გადატანილი აქვს.

გარდა ამისა, გამყრელიძე კორონავირუსის წინააღმდეგ უკვე აცრილ ადამიანებსა [21 აპრილის მდგომარებით 31 911] და თბილი სეზონის მოახლოებაზე ამახვილებს ყურადღებას, რა დროსაც რესპირაციული დაავადებები ზოგადად მცირდება.

“ასეთი დრამატული [პიკი], როგორიც გვქონდა ნოემბერსა და დეკემბერში, არ გვექნება მრავალი ფაქტორის გამო: პირველი, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს გადატანილი აქვს და “ჰელს მეტრიკის” გათვლებით, ასეთი დაახლოებით 600 000-650 000-მდე ადამიანია. ოფიციალურად, დღეს დადასტურებული შემთხვევა გვაქვს 299 ათასი, მაგრამ ვანგარიშიბთ ორჯერ მეტს, ანუ 600 ათასამდე ადამიანს ქვეყანაში გადატანილი აქვს [კორონავირუსი] უსიმპტომოდ ან მცირედი სიმპტომებით და მათში არსებობს გარკვეული ანტისხეულები.

თუმცა ეს არ არის საკმარისი ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის. ამავე დროს, ძალიან ცოტა ადამიანი უკვე აიცრა. მესამე ფაქტორი არის ის, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით აღმავალ ტალღზე ცივ პერიოდში, რომელიც არის რესპირაციული ვირუსებითვის ძალიან კონფორტული პერიოდი და ახლა შევდივართ თბილ პერიოდში. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ პირდაპირი მოქმედების მზის სხივი კორონავირუსზე დამთრგუნველად მოქმედებს. ველოდებით, რომ ეს პიკი შეიძლება იყოს უფრო რბილი და არა ისეთი დამანგრეველი”, —აცხადებს გამყრელიძე.

ამ დროისთვის ქვეყანაში 70-90%-ით ე.წ. ბრიტანული შტამი ცირკულირებს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მომდევნო ორ თვეში ვირუსის ძველ ფორმას ახალი მთლიანად ჩაანაცვლებს. სხვადასხვა შატამის გავრცელება კი ქვეყანაში რეინფიცირების რისკს ზრდის.

„შემოდგომაზე მსოფლიოში და ჩვენთანაც რეინფიცირებს მხოლოდ ერთეული შემთხვევები იყო, ახლა რეინფიცირების ალბათობა შესაძლოა, გაზრადოს არა მხოლოდ ბრიტანულმა, არამედ დღეს უკვე საუბარია „ორმაგ შტამზე“, „ბრაზილიურზე“,– აღნიშნავს გამყრელიძე.

იხილეთ ასევე: რა გადაწყვეტილებები მიიღო უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ

4 400 საწოლიდან 3 600 არის დაკავებულია

ახალი ამბები

სხვა სიახლეები