Accentnews.ge
საქართველოსა და რუმინეთის საგარეო უწყებებს შორის 2021-2022 წლის სამოქმედო გეგმა გაფორმდა

საქართველოსა და რუმინეთის საგარეო უწყებებს შორის 2021-2022 წლის სამოქმედო გეგმა გაფორმდა

23/04/2021 15:17:59 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თავის რუმინელ კოლეგასთან ერთად ხელი მოაწერა 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმას საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის,– იუწყება საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყება.

ხელმოწერის ცერემონია ბუქარესტში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.

ოფიციალური რელიზის მიხედვით, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-რუმინეთის ახლო მეგობრობას და მჭიდრო პარტნიორობას შავი ზღვის რეგიონში, ისევე როგორც რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონის უსაფრთხოების გარემოს. მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ხაზი გაუსვეს როგორც პარტნიორი ქვეყნების, ასევე ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.

ხაზი გაესვა საქართველოს და რუმინეთის, როგორც შავი ზღვის აუზის ქვეყნების თანამშრომლობის მნიშვნელობას ტრანსპორტის, ენერგეტიკის და საერთაშორისო სატრანზიტო კავშირების განვითარების მიმართულებით. ამ მხრივ კიდევ ერთხელ აღინიშნა კასპია-შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შეთანხმება, რომელიც ოთხი ქვეყნის მონაწილეობით 2019 წელს ბუქარესტში გაფორმდა,– ვკითხულობთ რელიზში.

ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებისა და ევროპა-აზიის ეფექტიანი კავშირის უზრუნველყოფის კონტექსტში. ამ მხრივ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ფარგლებში დიალოგის დაფუძნების მნიშვნელობას.

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრმა კოლეგას გაუზიარა საქართველოს პრიორიტეტები, მათ შორის 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების, ევროკავშირთან მეტი დაახლოებისა და ინტეგრაციის არსებული თუ ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოლოდინებთან დაკავშირებით.

ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრებმა გამოთქვეს მზაობა, აქტიურად იმუშაონ ახლო მომავალში საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული დიალოგის ფორმატის დაფუძნების შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S