Accentnews.ge
"იაპონჩიკის" მკვლელად აფხაზეთის მკვიდრი კახა გაზაევი აღიარეს

"იაპონჩიკის" მკვლელად აფხაზეთის მკვიდრი კახა გაზაევი აღიარეს

26/04/2021 11:13:45 კონფლიქტები, სამართალი

მოსკოვის სავიოლოვსკის რაიონულმა სასამართლომ 14 წელი მიუსაჯა აფხაზეთის მკვიდრ კახა გაზაევს, რომელსაც 2009 წელს "კანონიერ ქურდ" ვიაჩესლავ ივანკოვის (იგივე "იაპონჩიკის") მკვლელობაში თანამონაწილეობა ედება ბრალად.

ვინაიდან ეჭვმიტანილმა ბრალი სრულად აღიარა, საქმე განსაკუთრებული წესით - მასალების შესწავლის გარეშე განიხილებოდა. მოსამართლემ სასჯელი იმის გათვალისწინებით დაადგინა, რომ გაზაევს ადრე ჩადენილი სხვა დანაშაულებისთვისაც ჰქონდა მოუხდელი სასჯელები. ამასთან, კიდევ ერთი - იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდება განსასჯელს სიძველის გამო მოეხსნა.

გამოძიების ვერსიით, "იაპონჩიკის" მკვლელობაში გაზაევის გარდა, მისი კიდევ 4 თანამემამულე მონაწილეობდა, მათგან ორმა - ნუგზარ პაპავამ და ასტამურ ბუთბამ თავის დროზე აფხაზეთს შეაფარეს თავი. დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ხსენებულ პირებს რუსეთს არ გადასცემდა, ვინაიდან ამას აფხაზეთის "კონსტიტუცია" კრძალავდა.

რაც შეეხება კიდევ ორს - რუსეთში მცხოვრებ მურთაზ შედანიასა და ჯამბულ ჯანაშიას, ისინი ასევე დაკავებულები არიან და უახლოეს ხანებში სასამართლოს წინაშე წრასდგებიან. გაზაევისგან განსხვავებით, ისინი ბრალს არ აღიარებენ.

გამოძიება "იაპონჩიკის" მკვლელობის დამკვეთად "კრიმინალურ ავტორიტეტ" ილია სიმონიას ("მახოს") მიიჩნევს, რომელსაც "ქურდის" ტიტული 2003 წელს სწორედ ივანკოვმა ჩამოართვა ასლან უსოიანთან ("დედ ჰასანთან") ერთად. უსოიანი 2013 წელს მოკლეს, 2019 წელს კი "მახომ" "ქურდის" ტიტული დაიბრუნა.

ცნობისთვის: ვიაჩესლავ ივანკოვი 1970-1990-იან წლებში რუსეთის კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთ ლიდერად ითვლებოდა. "ქურდის" ტიტული მან 1974 წელს მიიღო. 69 წლის ასაკში მოკლულ "იაპონჩიკს" ცხოვრების 20 წელი ციხეში ჰქონდა გატარებული.

"იაპონჩიკის" მკვლელობის შემდეგ რუსეთის კრიმინალურ სამყაროში მასშტაბური ომი გაჩაღდა, რომელსაც კიდევ რამდენიმე "კრიმინალური ავტორიტეტი" ემსხვერპლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S