
გაბრიელიუს ლანდსბერგისი: „ერთობლივი თანამშრომლობის მრავალი შესაძლებლობა ისახება“
28/04/2021 11:12:27 საგარეო პოლიტიკა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ლიეტუვა რჩება იდეის მხარდამჭერად, რომ ევროკავშირს, ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს შეუძლიათ და მეტად უნდა დაეხმარონ აღმოსავლელ პარტნიორებს.
როგორც დიპლომატმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, ერთობლივი თანამშრომლობის მრავალი შესაძლებლობა ისახება, იქნება ეს ეკონომიკური, პოლიტიკური, თუ რეგიონალური:
„ჩვენ აქ დასახმარებლად ვართ, როგორც შეგვიძლია და როგორც საჭიროა. ჩვენ მინისტრთან განვიხილეთ რეგიონში – სამხრეთ კავკასიასა და აღმოსავლეთ პარტნიორობაში არსებული რთული ვითარება: ჩვენ ვხედავთ უფრო აგრესიულ რუსეთს, რომელიც აგროვებს ჯარებს უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან, ყირიმში. ახლა დახმარებას უწევს, თუ შეიძლება, ასე ითქვას, მშვიდობას აზერბაიჯანში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. რეგიონი არასტაბილურია ისე, როგორც არასდროს. პანდემიის კრიზისი ჯერ არ დასრულებულა. ზოგიერთ ქვეყანაში უმჯობესდება, ზოგიერთი ქვეყანა უკეთ უმკლავდება ვაქცინების საშუალებით და მკაცრი შეზღუდვებით, თუმცა ყველა ქვეყანას არ აქვს ამის შესაძლებლობა. ლიეტუვა რჩება იმ იდეის მხარდამჭერი, რომ ევროკავშირს, ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს შეუძლიათ და მეტად უნდა დაეხმარონ აღმოსავლელ პარტნიორებს. დარწმუნებული ვარ, დადგება დრო, როდესაც ლიეტუვა დაეხმარება საქართველოს ორმხრივად. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთობლივი თანამშრომლობის მრავალი შესაძლებლობა ისახება, იქნება ეს ეკონომიკური, პოლიტიკური, თუ რეგიონალური“.
ამასთან, დიპლომატმა ქართველი პოლიტიკოსების მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ ედგენილ შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერა დადებითად შეაფასა:
„ჩვენ შეგვიძლია მეტი დახმარება გაგიწიოთ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე, ჩვენი ექსპერტებითა და ნოუჰაუთი. თუმცა, საქართველოში პოლიტიკური პრობლემები რჩება. ჩვენ ნამდვილად ვაქებთ უმეტესი პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელთაც მიიღეს შარლ მიშელის შეთანხმება. ახლა უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველა პარტია შეუერთდეს შეთანხმებას. პარლამენტი მუშაობს და აქვს უნარი, განახორციელოს რეფორმები, მართლმსაჯულების რეფორმა, საარჩევნო რეფორმა, რომელიც ძალიან სჭირდება ქართველ ხალხს და პოლიტიკურ სისტემას. უზრუნველყოფილ უნდა იქნას, რომ შიდა პოლიტიკური პრობლემების გამო არ შეჩერდებით რეალურ სტრატეგიულ საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა, გავხადოთ საქართველო უფრო უსაფრთხო, საქართველომ გააგრძელოს მისი დასახული ტრანსატლანტიკური გზა“.