Accentnews.ge
ბულგარეთი 6 რუსს ადანაშაულებს იარაღის საწყობის აფეთქებაში, საიდანაც სამხედრო ტვირთი უკრაინისა და საქართველოსთვის უნდა მიეწოდებინათ

ბულგარეთი 6 რუსს ადანაშაულებს იარაღის საწყობის აფეთქებაში, საიდანაც სამხედრო ტვირთი უკრაინისა და საქართველოსთვის უნდა მიეწოდებინათ

28/04/2021 11:55:22 საგარეო პოლიტიკა

ბულგარეთი 6 რუსს ადანაშაულებს იარაღის საწყობის აფეთქებაში, საიდანაც სამხედრო ტვირთი უკრაინისა და საქართველოსთვის უნდა მიეწოდებინათ.

კერძოდ, 28 აპრილს ბულგარეთის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, ბულგარელი იარაღის მაგნატის ემელიან გებრევის კუთვნილ EMCO-ს ერთ-ერთ საწყობში 2011 წლის 12 ნოემბერს მომხდარი აფეთქება რუსული სპეცსამსახურების კვალს უკავშირდება.

„დარწმუნებით შეიძლება, განვაცხადოთ, რომ რუსეთის მოქალაქეების მოქმედების მიზანს წარმოადგენდა საქართველოსა და უკრაინისათვის განკუთვნილი სპეცპროდუქციის მიწოდების შეჩერება“, - განაცხადა გენერალური პროკურატურის პრეს–მდივანმა სიიკა მილევამ.

ბულგარეთის პროკურატურას საქართველოსათვის 10 წლის წინ განკუთვნილი სამხედრო ტვირთის შესახებ სხვა დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

გარდა ამისა, პროკურატურს ცნობით, "ბულგარელი გამომძიებლების ხელთ არსებული მტკიცებულების საფუძველზე გენერალური პროკურატურა მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს კავშირი 2015 წელს სოფიაში იარაღის მაგნატ ემელიან გებრევის მოწამვლის მცდელობასა და 2011-2020 წლებში ბულგარეთის სამხედრო ქარხნებსა და საბრძოლო მასალების საწყობებში 4-ჯერ მომხდარ აფეთქებებს შორის, რომლის მსგავსი ინციდენტი 2014 წლის შემოდგომაზე ასევე ჩეხეთში, ვრბეტიცეში მოხდა".

მანამდე, აღნიშნულ საკითხზე დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი Bellingcat იუწყებოდა, თუმცა მის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნახსენები მხოლოდ უკრაინა იყო.

"2014-2015 წლებში რუსეთის სამხედრო დაზვერვის (გრუ) მიერ ჩეხეთსა და ბულგარეთში ჩატარებული ოპერაციების მიზანს, დიდი ალბათობით, წარმოადგენდა უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდების შეფერხება და ამ ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების დასუსტება", - ნათქვამია Bellingcat-ს ახალი გამოძიებაში, რომელიც რუსულ გამოცემა The Insider-თან, გერმანულ Der Spiegel-სა და ჩეხურ ჟურნალ Respekt-თან ერთად ჩატარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S