Accentnews.ge
ლავროვი – საქართველსთან ურთიერეთობაზე:  "გვინდა, ვიმეგობროთ რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ"

ლავროვი – საქართველსთან ურთიერეთობაზე: "გვინდა, ვიმეგობროთ რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ"

17/07/2019 04:53:44 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ირწმუნება, როკ რუსეთს საქართველოსთან ორვე ქვეყნის მოქალაქეების საკეთილდღეოდ, მეგობრობა სურს. ამის შესახებ ლავროვმა გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტისთან“ საუბრისას განაცხადა, სადაც მოქალაქეების მიერ გაგზავნილ კითხვებს უპასუხა. მათ შორის იყო კითხვა თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებთან დაკავშირებითაც.

„ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობა საქართველოს შიდაპოლიტიკური საქმეა და რუსეთი მასში ჩარევას არ აპირებს. თუმცა, არ შეიძლება, არ გვაშფოთებდეს ქართული პოლიტიკური ელიტის ზოგიერთი რადიკალურად განწყობილი წარმომადგენელი, რომლებიც რუსოფობიური განწყობის გაძლიერებასა და ჩვენი ხალხების წაჩხუბებას ცდილობენ. ასეთი მოღვაწენი ნაკლებად ფიქრობენ იმ ზიანზე, რომელსაც საკუთარი ქმედებებით თავიანთ ქვეყანას აყენებენ“, – განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, ასეთი პირები არ ფიქრობენ თავიანთი ხალხის კეთილდღეობაზე, რაც დიდწილად რუსეთთან ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების ხარისხზეა დამოკიდებული.​ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობამ სწრაფად უნდა გააცნობიეროს, რომ ანტირუსული ისტერია ზიანის მომტანია.

„ბოლოს და ბოლოს, მნიშვნელოვანია თბილისში მთავრობამ საკუთარ თავში იპოვოს იმის ძალა, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეკომპანიის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ სამარცხვინო გამოხტომა დაგმოს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში ვითარებას დაასტაბილურებს და რუსების მიმართ „არსებულ საფრთხეებს“ აღკვეთს. სერგეი ლავროვის განმარტებით, თუ ეს ყველაფერი მოხდება, რუსეთის მიერ მიღებული ზომების გადახედვისთვის საჭირო პირობები შეიქნება, მათ შორის, ავიამიმოსვლასთან დაკავშირებულ აკრძალვაზე. „გვინდა, ვიმეგობროთ და ვითანამშრომლოთ რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

8 ივლისს ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტი პირდაპირ ეთერში აგინა, 9 ივლისს კი რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების რეკომენდაცია გასცა. საპასუხოდ პუტინმა განაცხადა, რომ სანქციებს ქართველი ერის "პატივისცემის გამო არ დააწესებს", თუმცა იმავე დღეს შეეცადა საქართველოს ისტორიის გადაწერას  – მან საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციაში და ოსების გენოციდში დაადანაშაულა. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S