Accentnews.ge
ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის შენიშვნები და რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლების მიერ ინიცირებულ საარჩევნო კოდექსზე

ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის შენიშვნები და რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლების მიერ ინიცირებულ საარჩევნო კოდექსზე

01/05/2021 09:19:49 პოლიტიკა

ODIHR და ვენეციის კომისია ერთობლივ მოსაზრებას აქვეყნებენ, საქართველოს ხელისუფლების მიერ ინიცირებულ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე.

დოკუმენტი მოიცავს როგორც შენიშვნებს, ისე რეკომენდაციებს.

ODIHR და ვენეციის კომისია რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებაზე ამახვილებენ ყურადღებას, მათ შორის, აღნიშნულია, რომ შეშფოთების საგნად რჩება საარჩევნო კომისიების შემადგენლობას ეხება.

ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის შენიშვნები და რეკომენდაციები:

"უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი წარმატებული ცვლილება საარჩევნო და პოლიტიკური პარტიების კანონმდებლობაში უნდა ემყარებოდეს მინიმუმ, სამ შემდეგ ელემენტს:

  • მკაფიო და ყოვლისმომცველი კანონმდებლობა, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებს და ითვალისწინებს წინა რეკომენდაციებს;
  • კანონმდებლობის მიღება ფართო კონსენსუსის საფუძველზე, ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან ფართო საზოგადოებრივი კონსულტაციების შემდეგ;
  • პოლიტიკური ერთგულება, სრულფასოვნად განხორციელდეს ამგვარი კანონმდებლობა.

ODIHR და ვენეციის კომისია ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ კონსულტაციების ღია და გამჭვირვალე პროცესი და ამგვარი ცვლილებების მომზადება ზრდის ნდობას მიღებული კანონმდებლობისა და ზოგადად სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.

ამასთან, ვენეციის კომისია და ODIHR ხაზს უსვამენ საარჩევნო კანონის სტაბილურობის მნიშვნელობას, რაც წინაპირობაა საზოგადოების ნდობისა საარჩევნო პროცესების მიმართ და გულისხმობს, რომ საარჩევნო კანონმდებლობა და განსაკუთრებით, მისი ფუნდამენტური ელემენტები მომდევნო არჩევნებამდე უნდა შეიცვალოს. საქართველოში არსებული პრაქტიკა, საარჩევნო კანონმდებლობაში ხშირი ცვლილებების შეტანის თაობაზე საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესის მთლიანობას და მიმდინარე ძალისხმევას, მოხდეს დემოკრატიის კონსოლიდაცია.

ვენეციის კომისია და ODIHR–ის ერთობლივი დასკვნა, აღნიშნავს პოზიტიური ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტში, მათ შორის იმ ცვლილებებს, რომელიც ეხება ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის ზომებს, არჩევნების შედეგების დადგენის პროცესის განმტკიცებასა და საარჩევნო დავების გადაწყვეტის პროცესის გაღრმავებას. თუმცა კვლავ არსებობს შეშფოთებები, ზოგიერთ შემოთავაზებულ ცვლილებასთან დაკავშირებით, მაგალითად, როგორიცაა ცვლილება საარჩევნო კომისიების შემადგენლობის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ODIHR- ისა და ვენეციის კომისიის მიერ ადრე წამოყენებულ სამართლებრივ ჩარჩოში სპეციფიკურ ცვლილებებთან დაკავშირებული ზოგიერთი გამორჩეული რეკომენდაცია განხილულია ამ საკანონმდებლო ინიციატივაში, მრავალი ფუნდამენტური საკითხი მაინც გადაუწყვეტელია. ჯერ კიდევ საჭიროა უფრო სრულყოფილი და სისტემური რეფორმა.

ამჟამინდელი საკანონმდებლო შესწორების ინიციატივა არ არის დაფუძნებული კანონმდებლობის ყოვლისმომცველ განხილვაზე და უფრო მეტად გამიზნულია პოლიტიკური ჩიხის დაძლევასა და იმ შეშფოთების მოგვარებაზე, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ წარმოიშვა".

ვენეციის კომისია და ODIHR საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტის გაუმჯობესებისთვის შემდგომ ძირითად რეკომენდაციებს იძლევიან:

  • განიხილონ კვალიფიციური (მაგალითად, ორი/მესამედი) საპარლამენტო ხმათა უმრავლესობის შემოღება ან ორმაგი უმრავლესობის მოთხოვნა (მოითხოვს როგორც მმართველ პარტიის, ასევე ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას) ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარისა და უპარტიო წევრების ასარჩევად, საბოლოო ანტიჩიხური მექანიზმით. მოითხოვოს უფრო მაღალი მანდატი ცესკო-ს უპარტიო წევრებისთვის და უზრუნველყოს მრავალფეროვანი წევრობა შესარჩევ კომისიაში, რომელიც ატარებს გამჭვირვალე, დამსახურებაზე დაფუძნებულ ნომინაციის პროცესს;
  • მოიხსნას კონკრეტული შეზღუდვები პარტიის მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წევრის დანიშვნის უფლებაზე მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ანუ პირობები, რომლითაც პარტიას სახელმწიფო დაფინანსების უფლება გააჩნია და რომლითაც პარტიის მინიმუმ ერთ-ერთი წევრი ახორციელებს პარლამენტის წევრის საქმიანობას, რაც გამორიცხავს, რომ პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადონ პარლამენტს;
  • შემდგომი ცვლილებების შეტანა დებულებების პროექტში საოლქო საარჩევნო კომისიებისა და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევის პროცესის შესახებ, რათა უზრუნველყოფილი იყოს არაპარტიული წევრების გამჭვირვალე, ჭეშმარიტად დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნის პროცესი, ისევე როგორც პარტიების უფლება, დანიშნონ წევრი საარჩევნო კომისიაში, სადაც ეს შესაძლებელია, პირობების გარეშე, რომ პარტიას აქვს სახელმწიფო დაფინანსების უფლება და რომ პარტიის მინიმუმ ერთი წევრი „რეალურად ახორციელებს პარლამენტის წევრის საქმიანობას“, მეორე პუნქტის რეკომენდაციების შესაბამისად;
  • მკაფიოდ განისაზღვროს კანონში, თუ რა საფუძველი აქვს პარტიის მიერ დასახელებული კომისიის წევრების მოხსნას.
  • არჩევნების დღეს აიკრძალოს, როგორც პარტიული წარმომადგენლების ყოფნა, ისე საარჩევნო კამპანიის საქმიანობა საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე;
  • მიღებულ იქნას სრულყოფილი მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს მკაფიო და ობიექტურ კრიტერიუმებს გადათვლისა და ანულირების გამჭვირვალედ, სამართლიანად და ერთიანი პრაქტიკის უზრუნველსაყოფად დათვლასა და შედეგების დაჯამებაში და არჩევნების შემდგომი დავების მართვაში;
  • ხელი შეეწყოს სასამართლო დავების დროულად განხილვას, სასამართლოში საჩივრების ელექტრონულად წარდგენის საშუალებით, დადგენილი ვადაში შუაღამემდე წარდგენისა და დისტანციური მოსმენის შესაძლებლობით;
  • სააპელაციო საჩივრის წარდგენისა და განსჯის ვადების შემდგომი გახანგრძლივებისა და იმის უზრუნველყოფა, რომ ტექნიკური ფორმალობები ხელს არ უშლის საჩივრების სათანადო განხილვას;
  • ვენეციის კომისიისა და ODIHR–ის წინა რეკომენდაციები, რომლებიც მოითხოვს, რომ ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქები იყოს თანაბარი ან მსგავსი ამომრჩევლით;
  • შეიქმნას დეტალური და ყოვლისმომცველი მარეგულირებელი ჩარჩო ხმის მიცემის ახალი საარჩევნო ტექნოლოგიებისთვის. 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის შეზღუდული დროის ფონზე, შესაძლოა, გარკვეული ელექტრონული ტექნოლოგიების საპილოტე პროექტი ერთადერთი რეალური ვარიანტია მომდევნო არჩევნებისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S