Accentnews.ge
"ხარისხიანი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა "ვაქცინაა" დეზინფორმაციის წინააღმდეგ"

"ხარისხიანი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა "ვაქცინაა" დეზინფორმაციის წინააღმდეგ"

03/05/2021 08:17:52 საგარეო პოლიტიკა, საზოგადოება

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად ევროკავშირმა გამოაცხადა კონკურსი ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2021 წლის პრიზის მოსაპოვებლად. პრიზის მიზანია ჟურნალისტური ეთიკის, პროფესიონალიზმისა და ხარისხის უმაღლესი სტანდარტების მქონე ჟურნალისტების მხარდაჭერა და მათი დაჯილდოება.

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის გამო, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ „დღევანდელ ციფრულ ეპოქაში ჩვენ ვიძირებით ინფორმაციის ნაკადში, ეს განსაკუთრებით Covid-19-თან დაკავშირებულ „ინფოდემიას“ ეხება. აღნიშნულ კონტექსტში, ხარისხიანი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა არის "ვაქცინა" დეზინფორმაციის წინააღმდეგ“.

ელჩი ჰარცელი მთავარ მოკავშირეებს უწოდებს ჟურნალისტებს, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიების ფუნქციონირებას და მათ ამ წვლილისთვის მადლობას უხდის: „ევროკავშირი თქვენ გვერდით დგას და იცავს თქვენს თავისუფლებას, რომელიც ამ მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებისთვისაა აუცილებელი”.

გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე 1994 წლიდან, ყოველ 3 მაისს აღინიშნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S