Accentnews.ge
"რუსული ბაზრის დაკეტვის მსურველები ქვეყნის მტრები არიან”

"რუსული ბაზრის დაკეტვის მსურველები ქვეყნის მტრები არიან”

17/07/2019 09:01:06 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი "ქვეყნის მტრებს" უწოდებს მათ, ვისაც სურს, რომ საქართველოსთვის რუსული ბაზარი დაიკეტოს. 

“თუ ყურადღებას მიაქცევთ, თვითონ ევროპელები, განვითარებული ევროპული ქვეყნებიც კი, როგორ ცდილობენ რუსული ბაზარზე დამკვიდრებას. რუსული ბაზრის ჩანაცვლება არავისთვის იოლი არ არის – არც ევროპელებისთვის და მით უმეტეს, ადვილი არ არის ჩვენთვის. პროდუქციის შეტანა და მასზე მომხმარებლის ყურადღების მიქცევა მარტივი პროცესი არ არის. ამას წლები სჭირდება. ჩვენი პროდუქცია რუსეთში ცნობილია და ძალიან კარგად იციან. მას მომხმარებელი ჰყავს. როდესაც რუსული ბაზარი დაკეტილი იყო, დივერსიფიკაცია მოხდა და ეს პროცესი გრძელდება, მაგრამ იმის მსურველები, რომ რუსული ბაზარი უნდა დაიკეტოს და ვაჭრობა შეწყდეს, ქვეყნის მტრები არიან”,– განუცხადა ჟურნალისტებს ივანიშვილმა ბათუმში. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S