Accentnews.ge
"ჩემი შვილი ქართველ კაცს მანქანის სანაცვლოდ მიჰყიდეს“– საქართველოში გარდაცვლილი ყაზახი ქალის დედას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა

"ჩემი შვილი ქართველ კაცს მანქანის სანაცვლოდ მიჰყიდეს“– საქართველოში გარდაცვლილი ყაზახი ქალის დედას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა

10/05/2021 06:30:13 სამართალი

საქართველოში გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი ქალის ასელ აიპაევას დედა თბილისში ჩამოვიდა.

ქალი საქმის მასალებს გაეცნობა, დაესწრება ცხედრის ამოცნობის პროცედურას.

დედას შვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და ვარაუდობს, რომ ასელ აიპაევა მოკლეს. არ გამოირიცხება ტრეფიკინგის ვერსიაც.

„ჩამოვფრინდი იმისთვის, რომ ჩემი შვილის ცხედარი სამშობლოში გადავასვენო. ვფიქრობ, ჩემი შვილი ფანჯრიდან გადმოაგდეს, ის ამას თავისით არ გააკეთებდა. ბოლო პერიოდში სულ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაცის ეშინოდა. საქართველოში 5 დღე იმყოფებოდა, 27 აპრილს ჩამოფრინდა, სამუშაოდ ჩამოვიდა ჩვენივე ნათესავის მოწვევით, ბესო ვინაა არ ვიცი, ბესომ ჩემი შვილი საქართველოში გაიცნო, ერთად მუშაობდნენ. რაც შეეხება სავარაუდო ტრეფიკინგს, ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, რომ მურადმა ჩემი შვილი ქართველ კაცს მანქანის სანაცვლოდ მიჰყიდა, მეტი არაფერი ვიცი”, – ამბობს გარდაცვლილი გოგოს დედა.

გამოძიების ვერსიით, 26 წლის ქალი გაუპატიურებისა და მუქარის შემდეგ მე-8 სართულიდან გადახტა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S