Accentnews.ge
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 18 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 18 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

18/07/2019 04:05:16 სხვა, საზოგადოება

დღეს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. "თელასი" ამის მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს. 

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, შოთა ნიშნიანიძის, მარაბდის და გორგასალის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირთა მოედნის, პეკინის გამზირის, იყალთოს, გამსახურდიას, ბახტრიონის, კოსტავას, დოლიძის და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კასტელის და ნესტან-დარეჯანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ოთარ ლორთქიფანიძის, თამარაშვილის და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შანიძის, კეკელიძის, პეტრიაშვილის, მელიქიშვილის, ბარნოვის და ზალდასტანიშვილის ქუჩების  მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II მიკრორაიონის, სერგო წულაძის, ბერი გაბრიელ სალოსის, ბოგდან ხმელნიცკის, ნარგიზის, რუსუდანის, ციხისძირის, ივლეთის, თეთრიწყაროს და ბაქარაშვილის ქუჩების  მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, დიღმის მასივის II კვარტლის და აკაკი ბაქრაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის და ქინძმარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების, აეროპორტის დასახლების, აფრიკის დასახლების, ქინძმარაულის და ველისთავის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ვეკუას, აკაკი ვასაძის, შეშელიძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების   მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), ნინოშვილის და ფოცხვერაშვილის ქუჩების  მაცხოვრებლებს.

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და აღნიშნავს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S