ზალკალიანი: "საქართველო გმობს ძალადობას და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ სარაკეტო თავდასხმას"

12-05-2021 11:25:09 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ სარაკეტო თავდასხმას გმობს.

„საქართველოს მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალყურს ისრაელსა და ღაზას სექტორში განვითარებულ მოვლენებს. საქართველო გმობს ძალადობას და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ სარაკეტო თავდასხმას, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს მშვიდობას და სტაბილურობას რეგიონში. რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციას ალტერნატივა არ აქვს“, – წერს მინისტრი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

ისრაელა და მოძრაობა ჰამასის ორმხრივი სარაკეტო დარტყმების შედეგად ბოლო მონაცემებით, 40 ადამიანი დაიღუპა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები