ირაკლი ღარიბაშვილი: "ვგმობ ძალადობასა და სარაკეტო თავდასხმებს, რომელიც მიმართულია ისრაელის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ"

13-05-2021 00:14:49 საგარეო პოლიტიკა

მკაცრად ვგმობ ძალადობასა და სარაკეტო თავდასხმებს, რომელიც მიმართულია ისრაელის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელიც მთავრობის მეთაურის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაციას ალტერნატივა არ აქვს.

„ვუსამძიმრებ მსხვერპლთა ოჯახებს და სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაჭრილებს. სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაციას ალტერნატივა არ აქვს, რათა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი თავიდან იყოს აცილებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ ასევე: სრულმასშტაბიანი ომის საფრთხე ახლო აღმოსავლეთში: კონფლიქტის ანატომია

ახალი ამბები

სხვა სიახლეები