„გაუგებარია, რას აკეთებს ეკონომიკის სამინისტრო, გარდა მითიურ „ჩატში“ დღესასწაულების მოლოცვისა“

13-05-2021 15:29:13 ციტატა

„სკეპტიკური მოლოდინები მაქვს: სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია; გაუგებარია, ვაქცინაცია რა ტემპით წავა; გაუგებარია, რას აკეთებს ეკონომიკის სამინისტრო, გარდა მითიურ „ჩატში“ დღესასწაულების მოლოცვისა: ყველანი ვართ „ჩატში“ – რესტორატორები, სასტუმროების მეპატრონეები, თურნავა დღესასწაულს არ „მაზავს“, არ მოგვილოცოს. მადლობა, ქალბატონო ნათია, ძალიან სასიამოვნოა, რომ ყურადღებიანი ქალბატონი ბრძანდებით, მაგრამ რაღაც მოძრობა გააკეთეთ, ეგეც კარგი იქნებოდა. იწყება ეკონომიკური ფუნდამენტების რღვევა! გახსენით საზღვრები და თუ მართვა არ შეგიძლიათ, გადადექით!“

განაცხადა „ფორმულას“ ეთერში რესტორატორმა ალექსანდრე ბაგრატიონ დავიდოვმა.

იხილეთ ასევე: „თუ არ ვიმუშავებთ, ამ ზაფხულს ვერ გადავიტანთ!“ – ტურიზმის სექტორი რიგი რეგულაციების მოხსნის აუცილებლობაზე საუბრობს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები