
საქართველოში აშშ–ის ელჩი ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერს სტუმრობდა (ფოტო)
14/05/2021 13:49:31 საგარეო პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი სიღნაღში, ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში იმყოფებოდა. ინფორმაციას აშშ-ის საელჩო სოციალური ქსელში ავრცელებს.
„ამერიკელი და ქართველი ხალხი იზიარებენ ღირებულებებს, რომელიც მორწმუნე ადამიანთა პატივისცემასა და რელიგიის თავისუფლების დაცვის ერთგულებას გულისხმობს“, – აღნიშნა დეგნანმა.
საელჩოს ცნობით, კელი დეგნანი სიღნაღში შეხვდა სასულიერო პირებს, მათ შორის – მეუფე იაკობს.