Accentnews.ge
"მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ვხვდებით კიევში, რათა კონსოლიდირებული გავხადოთ ჩვენი ქვეყნების ევროინტეგრაციის მცდელობა"

"მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ვხვდებით კიევში, რათა კონსოლიდირებული გავხადოთ ჩვენი ქვეყნების ევროინტეგრაციის მცდელობა"

17/05/2021 10:00:38 საგარეო პოლიტიკა

მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ვხვდებით კიევში, რათა კონსოლიდირებული გავხადოთ ჩვენი ქვეყნების ევროინტეგრაციის მცდელობა​, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა.

„ძალიან მოხარული ვარ, მივესალმო ჩემს მეგობრებსა და კოლეგებს, მოლდოვისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს. ვხვდებით კიევში, რომ კონსოლიდირებული გავხადოთ ჩვენი ქვეყნების ევროინტეგრაციის მცდელობა. დღეს ახალ ფურცელს ვშლით და ეს დაგვეხმარება იმაში, რომ უზრუნველვყოთ ევროინტეგრაციის პროცესი და ერთ ხმაში ვისაუბროთ სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირთთან ჩვენს კომუნიკაციას. სამმხრივი შეხვედრის გარდა, ძალიან სასიამოვნოა დავით ზალკალიანის კიევში ვიზიტი, რომლის დროსაც განვიხილავთ ორმხრივ საკითხებს. ჩვენ მასთან ძალიან კარგი დიალოგი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო წინ წავწევთ“, – განაცხადა, "პირველი არხის" ცნობით, კულებამ

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოფიციალური ორდღიანი ვიზიტით კიევში 16 მაისს გაემგზავრა. ოფიციალური თბილისის ცნობით, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს სამი ასოცირებული ქვეყნის - მოლდოვას, საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. მინისტრები განიხილავენ სამი ქვეყნის შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებს ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის გასაძლიერებლად, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი სამიტისთვის სამზადისს, ასევე იმსჯელებენ რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S