
ზელენსკი – საქართველოზე: „ურთიერთობებში გარკვეული პაუზა გვქონდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს წარსულს ჩაბარდება“
17/05/2021 15:57:28 საგარეო პოლიტიკა
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და ამ ქვეყნებს ბევრი რამ აერთიანებს.
„ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაერთიანებს, ვართ ახლო მეგობრები, გვქონდა გარკვეული პაუზა ურთიერთობებში, მაგრამ ეს იყო ხელოვნურად შექმნილი და დარწმუნებული ვარ, ეს წარსულს მიებარება. გვქონდა საუბარი აპრილის თვეში საქართველოს პრეზიდენტთან, იმედი მქონდა, რომ ჩამოვიდოდა ვიზიტით, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს ვიზიტი ვერ შედგა. იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში მაინც გვესტუმრება ქალბატონი პრეზიდენტი უკრაინაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის: უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი იმყოფება.