Accentnews.ge
„დაიგეგმა ერთობლივი ნაბიჯები“ – ზალკალიანი ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ

„დაიგეგმა ერთობლივი ნაბიჯები“ – ზალკალიანი ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ

17/05/2021 17:07:10 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უკრაინაში ვიზიტს მნიშნელოვანი და დროული უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველო-უკრაინას ბევრი საერთო გამოწვევა აქვს.

„ძალიან მინშვნელოვანია, ჩვენ არ დავკარგოთ დრო და იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც რეგიონშია შექმნილი, როგორც უკრაინის, ისე ჩვენს გარშემო, შავი ზღვის რეგიონში, აუცილებლად ვისაუბროთ ერთობლივ მოქმედებებზე. როგორც არასდროს, ამჟამად ისე საჭიროა ერთობლივი კოორდინაცია და სწორედ ამას ემსახურებოდა ჩემი ვიზიტი“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა ვიზიტის შეჯამებისას.

მისივე თქმით, დაიგეგმა ერთობლივი ნაბიჯები ყველა საერთაშორისო ფორმატის მაქსიმალურად გამოყენების თვალსაზრისით

„დღევანდელი დღის, საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის, რომელიც 9-წლიანი პაუზის შემდეგ გაიმართა, ერთგვარი კულმინაცია იყო პრეზიდენტთან შეხვედრა. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რაოდენ დიდ მიშვნელობას ანიჭებს უკრაინა საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ორმხრივი ურთირეთობის ყველა ძირითად მიმართულებაზე, შევეხეთ ოკუპაციას, მიმდინარე პროცესებს, რომლებიც შეიქმნა უკრაინის საზღვრებთან, აგრეთვე საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

დავგეგმეთ ერთობლივი ნაბიჯები ყველა საერთაშორისო ფორმატის მაქსიმალურად გამოყენების თვალსაზრისით, რომ მაქსიმალური ჩართულობა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის და ჩვენი მხარდაჭერა იყოს უზრუნველყოფილი. გარდა ამისა, ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებით თანამშრომლობაზე იყო საუბარი. მოგეხსენებათ, რომ ვემზადებით, მოსალოდენლია ორი სამიტი, ნატო-ს და ევროკავშირის სამიტი და აქაც ერთობლივი ქმედებებია საჭირო, რომ ჩვენი პოზიცია, ის პროგრესი, რომელიც გვაქვს, იყოს ადეკვატურად შეფასებული როგორც ჩვენი ევროპელი, ისე ნატოელი პარტნიორების მხრიდან. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ სრული გაგება გვაქვს და ერთმანეთის მიმართ სოლიდარული ვართ, ეს არის ასევე ჩვენი ევროპელი პარტნიორების სურვილიც, რადგანაც მსგავსი გამოწვევების ფონზე, აუციელებელია, რომ ჩვენ თანმიმდევრულები ვიყოთ და ერთობლივი ქმედებებით, ჩვენი საქმიანობის ჰარმონიზაციით მოხდეს იმ მოლოდინების ასახვა სამიტის დოკუმენტებსა და შესაბამის გადაწყვეტილებებში.

იყო საუბარი მაღალი დონის ვიზიტების განგრძობითობაზე და ჩემს ვიზიტს შემდგომ მოყვება უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი, ასევე საუბარია მაღალი დონის ვიზიტებზე. ეს ყველაფერი განისაზღვრება ჩვენი დიპლომატიური არხებით, შეთანხმდება შემდგომი თარიღები და ვფიქრობ, შემდგომი ურთიერთობების ინტენსიფიკაცია ძალიან წაადგება იმ მიღწეული შეთანხმების პრაქტიკულ განზომილებაში თარგმნას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S