„პოლიციურ ძალებს ვტოვებთ. ვერავინ იტყვის, ხვალ რა მოხდება – შესაძლოა, დმანისში არ მოხდეს და მოხდეს სამეგრელოში, ვერ გაიგებ თემას ნამდვილად“
17/05/2021 17:51:02 სამართალი
შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დმანისში საპოლიციო ჯარები ამ ეტაპზე დარჩებიან.
„ინციდენტი დღეს ამოიწურა, შეხვდნენ ორივე მხარე, ასე ვთქვათ, შერიგდნენ და იმედია, აღარ გაგრძელდება.
პოლიციურ ძალებს რაღაც მასშტაბით ვტოვებთ, დარჩებიან და იქნება კონტროლი. ვერავინ იტყვის, ხვალ რა მოხდება – შესაძლოა, დმანისში არ მოხდეს და მოხდეს სამეგრელოში, ვერ გაიგებ თემას ნამდვილად. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამოიწუროს კონფლიქტი, ყველა ჩართული იყო“,– განაცხადა გომალაურმა.
მან საპატრიარქოს ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა:
„ჩამობრძანებული იყო მამა ანდრია ჯაღმაიძე, მამა კირიონი. მეუფეები იყვნენ ჩართულნი და მადლობა მათ“.
მისივე ინფორმაციით, მოქალაქეებისა და პოლიციელების მხრიდან მძიმედ დაშავებულები არ არიან:
„მადლობა ღმერთს, რომ ამით გადავრჩით“.
იხილეთ ასევე: შს მინისტრი დმანისის ინციდენტების გამო დაკავებულებთან დაკავშირებით სუს–ისგან განსხვავებულ ინფორმაციას აჟღერებს


