Accentnews.ge
შს მინისტრი დმანისის ინციდენტების გამო დაკავებულებთან დაკავშირებით სუს–ისგან განსხვავებულ ინფორმაციას აჟღერებს

შს მინისტრი დმანისის ინციდენტების გამო დაკავებულებთან დაკავშირებით სუს–ისგან განსხვავებულ ინფორმაციას აჟღერებს

17/05/2021 17:34:05 სამართალი

შს სამინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ამ დროის მდგომარეობით, დმანისში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით დაკავებული არაინაა. ამის შესახებ მან დმანისის პოლიციაში რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც ასევე იმყოფებოდა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი.

„დაკავებული არც ერთი ადამიანი არ არის. გამოკითხვაზე იმყოფებიან ადამიანები. გამოკითხავენ და გამოუშვებენ, თუმცა გამოძიება დაწყებულია, რამდენი ადამიანი იქნება მომავალში დაკავებული, არ ვიცით. დღეს დაკავებული არავინ იქნება. დღევანდელიც იქნება, გუშინდელიც, გამოვიძიებთ“,– განაცხადა გომელაურმა.

მისივე თქმით, დღეს ვითარება დმანისში სხვადასხვა ქალაქებიდან ჩასულმა მოქალაქეებმა დაძაბეს, მათ შორის, ჟურნალისტებზე იყო ძალადობა და ეს საქმეს გამოძიებული იქნება.

ინფორმაციისთვის: დაკავებულებთან დაკავშირებით რამდენიმე საათის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა ჟურნალისტებს.

იხილეთ ასევე: ამბის ორი მხარე – „ლუდის“ საქმე, თუ კონფლიქტი ღრმა ფესვებით?

დმანისის საკრებულოში გამართული შეხვედრა დაპირისპირებული მხარეების მიერ ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევით დასრულდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S