Accentnews.ge
სერგეი ლავროვი "რუსთავი 2"–ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას ეხმიანება

სერგეი ლავროვი "რუსთავი 2"–ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას ეხმიანება

18/07/2019 18:07:38 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ირწმუნება, რომ მოსკოვს სურს, იყოს ქართველი ხალხის მეგობარი. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ეს განცხადება ლავრომა "რუსთავი 2"–ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების კომენტირებისას გააკეთა. 

„მე ამ გადაწყვეტილების შესახებ არაფერი მსმენია, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ეს საქართველოს საქმეა. ნებისმიერი სიტუაცია, რომლებიც ეხება საქართველოს შიდა საქმეს, ამ სამართლის საფუძველზე უნდა წყდებოდეს... მოსკოვს სურს იყოს ქართველი ხალხის მეგობარი“ - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ცნობისთვის: "რუსთავი 2" არაერთხელ აღმოჩნდა რუსი პოლიტიკოსების ყურადღების ცენტრში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც არხის ტელეწამყვანმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირი ეთერით აგინა. 

„ბოლოს და ბოლოს, მნიშვნელოვანია თბილისში მთავრობამ საკუთარ თავში იპოვოს იმის ძალა, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეკომპანიის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ სამარცხვინო გამოხტომა დაგმოს“,– განაცხადა 17 ივლისს ლავროვმა. 

ამავე დღეს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა კომენტარი, თუმცა თქვა, რომ უუალოდ განცხადებას არ იცნობდა:

„რა თქმა უნდა, ის, რაც მოხდა „რუსთავი 2“-ში, არის სირცხვილი, ეს არის ქვეყნის სირცხვილი, ჩვენი კულტურის სირცხვილი. ასეთი ლანძღვა, რაც მოვისმინეთ თქვენი ტელევიზიიდან, რა თქმა უნდა, მთელი საზოგადოება ამას განსჯის და განსჯის საგანია. ეს იყო სირცხვილი ჩვენი კულტურის, ჩვენი ქართველობის, ჩვენი იდენტობის. რაც გააკეთა თქვენმა ტელევიზიამ, თქვენი ტელევიზიის დირექტორმაც და მისმა ჟურნალისტმაც. რა თქმა უნდა, ეს ამას იმსახურებს. კარგია, რომ მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობის წევრების დიდი მცდელობისა, რომ ტურიზმი შეჩერდეს საქართველოში, ეკონომიკა დაინგრეს, ვაჭრობა გაჩერდეს, მიუხედავად ამისა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველო განვითარდეს და საქართველოში ეკონომიკა აღორძინდეს“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ცნობისთვის: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივროს. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება — საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი, რის გამოც არხი 2017 წლიდან არ გადაფორმებია ქიბარ ხალვაშს. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩივრებას. ქიბარ ხალვაშმა დღესვე მიმართა საჯარო რეესტრს და ტელეარხის მფლობელად დარეგისტრირდა, ხოლო დირექტირად თავისი იურისტი პაატა სალია დანიშნა.

მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ძალაში შევა.

იხილეთ ასევე:"რუსთავი 2"–ის საქმე: რა გზებს ტოვებს სტრასბურგი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S