იმნაძე განმარტავს, არის თუ არა ვაქცინაციის შემდეგ აბაზანის და ალკოჰოლის მიღება სახიფათო

19-05-2021 16:39:47 მითები და რეალობა ,ეს საინტერესოა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ეხმიანება გავრცელებულ მითებს ვაქცინაციის შემდგომ ქცევასთან დაკავშირებით და განმარტებებს აკეთებს.

„ზოგი ექიმი აცრილებს ეუბნება, „არ იბანაოთო“. ზოგი იმასაც ეუბნება, „3 დღე არ იბანაოთო“. ვიმეორებ: არავითარი საჭიროება არ არსებობს, რომ აცრის შემდეგ არ ვიბანაოთ. ჭრილობაზე აკრავენ ხოლმე პლასტირებსაც. აცრიდან იმავე წუთს ვერ ვიბანავებთ და ცოტა დროის შემდეგ ტანის დაბანა პრობლემა არ არის“,– ამბობს იმნაძე.

რაც შეეხება ალკოჰოლს, იმნაძე ამბობს, რომ მხოლოდ ჭარბი რაოდენობით მიღებაა არასასურველი:

„ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება მიზანშეწონილი არასდროს არის. მით უმეტეს, აცრის დროს დიდი რაოდენობით დალევა არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან იმუნური სისტემის პასუხს ვირუსზე ხელს უშლის. მაგრამ 1-2 ჭიქა ალკოჰოლის მიღება არც აცრამდე, არც აცრის შემდეგ პრობლემა არ არის. ყველამ თავისი ზომა იცის. შეიძლება ზოგისთვის 1-2 ჭიქაც ბევრი იყოს, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანისთვის 1 ჭიქა ალკოჰოლის დალევა ნამდვილად არ წარმოადგენს არავითარ პრობლემას“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები