Accentnews.ge
ნიკოლ ფაშინიანი: "აზერბაიჯანისთვის „სატრანსპორტო დერეფნის“ საკითხს სომხეთი არ განიხილავს"

ნიკოლ ფაშინიანი: "აზერბაიჯანისთვის „სატრანსპორტო დერეფნის“ საკითხს სომხეთი არ განიხილავს"

19/05/2021 18:22:44 კავკასია

აზერბაიჯანისთვის „სატრანსპორტო დერეფნის“ საკითხი სომხეთს არ განუხილავს და არც მომავალში განიხილავს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, საუბარი შესაძლოა, შეეხოს ყველა სატრანსპორტო კომუნიკაციის გახსნას რეგიონში.

„სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნა სომხეთისთვის არა მხოლოდ მისაღებია, ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა, რადგან ამ შეთანხმებების საფუძველზე, სომხეთი მიიღებს სარკინიგზო კავშირებს ირანთან და რუსეთთან. სომხეთს არ განუხილავს „დერეფნის ლოგიკა“, არც ახლა განიხილავს და არც სამომავლოდ“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

იხილეთ ასევე: სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილ ვითარებაზე ალიევმა და პუტინმა ისაუბრეს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S