20-05-2021 12:16:16 საშინაო პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიაში საჭიროა ოპოზიციის მონაწილეობაც.
ჰარცელის თქმით, ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, რა დასკვნებს გააკეთებს საგამოძიებო კომისია, რომლის შექმნის ინიციატივაც არჩევნების შესახებ ხანგრძლივ დისკუსიას უკავშირდება.
„ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილი ვიქნები. უპირველეს ყოვლისა, ეს არ არის ფორმალური საგამოძიებო კომისია, რადგან ამისთვის საჭიროა ოპოზიციის მონაწილეობაც. ეს ინიციატივა უკავშირდება გასული არჩევნების შესახებ ხანგრძლივ დისკუსიას, რომელიც გვქონდა 19 აპრილის შეთანხმებამდე. ჩემთვის ჯერ ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, თუ რა შედეგები ექნება ამ კომისიას და რა დასკვნებს გააკეთებს ის, ამ დასკვნების რელევანტურობის შეფასება მომავალი პროცესი იქნება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ შესული ოპოზიციური პარტიები საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას არ გეგმავენ.