
საელჩო: "არაფერი წარმოაჩენს აშშ-საქართველოს თავდაცვის სფეროში მტკიცე კავშირს ისე, როგორც სანდრო სტაჟაძისა და ნიკოლოზ ტვილდიანის მიერ ამერიკის სანაპირო დაცვის აკადემიის დამთავრება"
20/05/2021 15:07:02 საგარეო პოლიტიკა
"არაფერი წარმოაჩენს აშშ-საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მტკიცე კავშირს ისე, როგორც სანდრო სტაჟაძისა და ნიკოლოზ ტვილდიანის მიერ აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის დამთავრება", – ამის შესახებ საქართველოში აშშ–ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
"კურსდამთავრებულებს საქართველოს სანაპირო დაცვაში წარმატებით მსახურებას ვუსურვებთ. ისინი გაზრდიან საქართველოს სანაპირო სივრცის შესახებ ინფორმირებულობის დონეს, მის თავდაცვისუნარიანობასა და სიმტკიცეს. ასევე, წვლილს შეიტანენ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და წარმატებაში. გილოცავთ!", – აცხადებენ დიპლომატიურ უწყებაში.