Accentnews.ge
კარასინი აბაშიძესთან მოლაპარაკებების რიგ დეტალებს ასაჯაროებს

კარასინი აბაშიძესთან მოლაპარაკებების რიგ დეტალებს ასაჯაროებს

21/05/2021 13:05:30 პოლიტიკა

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელთან რუსეთთან ურთერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან ონლაინ-შეხვედრაზე «საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის მოქალაქეების მიმართ ახალი პროვოკაციების დაუშვებლობა" აღნიშნა, - იუწყება რუსული მედია კარასინის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

«დადებითი დინამიკა [საქონელბრუნვაში] კონტრასტშია რუსეთის მიმართ დაუფარავად მტრულ განცხადებებსა და ნაბიჯებთან საქართველოს ზოგიერთი წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის - საერთაშორისო პლატფორმებზე, რაც ხელს უშლის პრაქტიკული ურთიერთქმედების განმტკიცებასა და ურთიერთობათა ნორმალიზების ობიექტურად სასარგებლო პროცესს. რუსული მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ჩვენი მოქალაქეების მიმართ ახალი პროვოკაციების დაუშვებლობას გაესვა ხაზი», – ნათქვამია კარასინის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

სავაჭრო-ეკნომიკურ სფეროში დადებით დინამიკაზე საუბრისას რუსული მხარე აღნიშნავს, რომ "რუსეთი საქართველოსთვის თურქეთის შემდეგ მეორე სავაჭრო პარტნიორია და ქართული პროდუქციის გასაღების ძირითადი ბაზარი, მათ შორის - ქართული ღვინის უმსხვილესი მომხმარებელი».

ამასთან, კარასინის მტკიცებით, მან ქართველ კოლეგასთან სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელა, რაც საქართველოს მთავრობის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ პრეს-რელიზში მოხსენიებული არ იყო.

«რეგიონული პრობლემატიკის განხილვისას ყურადღება მივაქციეთ შესაძლებლობებს, რომლებიც ამიერკავკასიაში აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრისა და 2021 წლის 11 იანვრის ერთობლივი განცხადებების კონტექსტში სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და ეკონომიკური კავშირების განბლოკვის კუთხით იქმნება», – ნათქვამია კარასინის პრეს-სამსახურის პრეს-რელიზში.

როგორც რუსული მხარე აღნიშნავს, კარასინმა და აბაშიძემ "დიპლომატიური საკუთრების პრობლემის გადაჭრისადმი ერთობლივი ინტერესი" დაადასტურეს. გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, მხარეები მიესალმნენ ზემო ლარსი-ყაზბეგის სახელმწიფოთაშორისი საავტომობილოგამტარი პუნქტებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოდერნიზების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის 2021 წლის 28 იანვრის სხდომის შედეგებს.

«მიღწეულია შეთანხმება საქართველოს სამხედრო გზით სატრანსპორტო კავშირის გასაუმჯობესებლად შემდგომი ნაბიჯების კოორდინაციის თაობაზე», – აღნიშნულია კარასინის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ამასთან, მისი ინფორმაციით, მხარეებმა "მიაღწიეს ურთიერთგაგებას საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ რუსეთ-საქართველოს 2011 წლის 9 ნოემბრის სამთავრობოთაშორისი შეთანხმების პრაქტიკული რეალიზებისთვის მუშაობის გაგრძელების აუცილებლობის თაობაზე".

ცნობისთვის: აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებათა ე.წ. პრაღის ფორმატი 2012 წლიდან არსებობს და ჯერ-ჯერობით რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი დიალოგის ერთადერთ ფორმატად რჩება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S