ქართველ „კანონიერ ქურს“ 3 მილიონ 200 ათასი დოლარი ჩამოართვეს
21/05/2021 13:30:50 სამართალი
უკრაინის პოლიციამ ე.წ. „ქურდული საერთოსთვის“ განკუთვნილი 3 მილიონ 200 ათასი დოლარი ამოიღო.
უკრაინული გამოძიების ცნობით, აღნიშნულ თანხას ადგილობრივი და ქართველი „კანონიერი ქურდები“ განკარგავდნენ.
თანხის ამოღება იმ მასშტაბური სპეცოპერაციის ფარგლებში განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც კრიმინალური ავტორიტეტი ლაშა ჯაჭვლიანი, მეტსახელად „ლაშა სვანი“ დააკავეს.
სხვადასხვა ვალუტაში დიდი ოდენობით ფულად თანხასთან ერთად ასევე ამოღებულია ძვირადღირებული მანქანები, ცეცხლსასროლი იარაღები და სამკაულები.


