Accentnews.ge
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

27/05/2021 18:39:03 კავკასია

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არა აივაზიანი თანამდებობიდან გადადგა. ადგილობრივი მედიის ინფორმაცია სამინისტროს პრეს–სპიკერმა დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე 12 მაისიდან ვითარება დაძაბულია. ოფიციალური ერევანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა უკანონოდ გადაკვეთეს სომხეთის საზღვარი და ამ დრომდე რჩებიან სასაზღვრო რაიონებში – გეღარქუნიკსა და სიუნიქში. თავის მხრივ ბაქოში ინფორმაციას არ ადასტურებენ.

ამასთან, 27 მაისს აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებამ გაავრცელა ცნობა, რომ დაკავებულია ექვსი სომეხი სამხედრო, რომლებიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დივერსიას გეგმავდნენ. ერევანში კი აცხადებენ, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოებისას გაიტაცეს სამხედროები.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი გამოვიდა ინიციატივით, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანი საზღვარზე საერთაშორისო დამკვირვებლები განლაგდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S