Accentnews.ge
„რუსეთი და ბელარუსი ერთნაირად იქცევიან და ამ ქცევას სერიოზულად უნდა მივუდგეთ"

„რუსეთი და ბელარუსი ერთნაირად იქცევიან და ამ ქცევას სერიოზულად უნდა მივუდგეთ"

28/05/2021 05:35:37 საგარეო პოლიტიკა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინას - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე ისაუბრა.

სტოლტენბერგმა რუსეთისა და ბელარუსის მიერ ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლის არადემოკრატიულ მეთოდებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი ერთნაირად იქცევიან:

„რუსეთი და ბელარუსი ორი ქვეყანაა, თუმცა ისინი ერთნაირად იქცევიან. ამ ქცევას სერიოზულად უნდა მივუდგეთ, რადგან ეს არღვევს დემოკრატიულ უფლებებს. ეს არღვევს იმ ღირებულებებს, რომლისაც ნატო-ს სჯერა. ესენია კანონის უზენაესობა, ინდივიდუალური თავისუფლება. ის ასევე ქმნის დესტაბილიზაცია და არაპროგნოზირებად გარემოს ჩვენს სამეზობლოში. სწორედ ამიტომ, ნატო გააგრძელებს ადაპტაციას და პასუხს გასცემს რუსეთს თავდაცვითი გზით. სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს უკრაინასა და საქართველოს – ორ პარტნიორს, რომელიც რუსეთის მხრიდან ძალის გამოყენების გამო დაზარალდა და რუსეთმა მათი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა შელახა“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S