Accentnews.ge
ღარიბაშვილი ერდოღანს შეხვდება

ღარიბაშვილი ერდოღანს შეხვდება

01/06/2021 05:51:40 საგარეო პოლიტიკა

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა.

მთავრობის მეთაური ანკარაში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდება.

ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ, დელეგაციებს შორის გაფართოებული შეხვედრა გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავს გვირგვინით შეამკობს და მავზოლეუმში ხსოვნის წიგნში ჩანაწერს გააკეთებს.

"თანამდებობის დაკავების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან თურქეთში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებზე განხილული იქნება თურქეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყველა ასპექტი, ასევე არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობების და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაუმჯობესებისკენ გადასადგმელი ნაბიჯები.

მოლაპარაკებების ფარგლებში ასევე გაზიარებული იქნება შეხედულებები რეგიონში და გლობალურად მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით," - აღნიშნულია თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S