
საელჩო: "ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველოს გაუზიარებს"
04/06/2021 08:20:19 საგარეო პოლიტიკა, საზოგადოება
აშშ-ს საელჩოს განცხადებით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველოს გაუზიარებს. მისი ცნობით, მსოფლიოს მასშტაბით შეერთებული შტატები ივნისის ბოლომდე 80 მილიონ დოზას გაიღებს.
საქართველოსთვის გამოყოფილი კონკრეტული ვაქცინა და რაოდენობა უცნობია და გამოცხადდება, როგორც კი ადმინისტრაცია ლოგისტიკურ, სარეგულაციო და მსგავს საკითხებს გადაწყვეტს.
საელჩო აცხადებს, რომ ეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობაზე კიდევ ერთხელ მიანიშნებს.