Accentnews.ge
„ეს მკაფიო პოზიციონირებაა ლუკაშენკოს რეჟიმის სასარგებლოდ“ – რატომ არ დგას თბილისი დემოკრატიული სამყაროს გვერდით?

„ეს მკაფიო პოზიციონირებაა ლუკაშენკოს რეჟიმის სასარგებლოდ“ – რატომ არ დგას თბილისი დემოკრატიული სამყაროს გვერდით?

07/06/2021 11:50:26 საგარეო პოლიტიკა, ანალიზი

ევროკავშირის ელჩებმა დაამტკიცეს გეგმა, რომ ბელარუსის ავიაკომპანიებს აუკრძალონ ევროკავშირის ტერიტორიის თავზე ფრენა და ევროკავშირის აეროპორტებში დაშვება. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ახლახან მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ, როცა ბელარუსმა კომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი აიძულა შეეცვალა კურსი და მინსკში დამჯდარიყო. ამის შემდეგ აეროპორტში დააკავეს ბელარუსის მოქალაქე, ოპოზიციონერი ბლოგერი რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი ქალი, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა. ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ თვითმფრინავი ყალბი საბაბით დასვეს მინსკში, რათა დაეპატიმრებინათ პრატასევიჩი - ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმის ცნობილი კრიტიკოსი. ამავე მიზეზით ბელარუსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა მათ შორის, უკრაინამაც. ამ ფონზე კი "ბელავია" საქართველოში პირდაპირი რეისების რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს: 15 ივნისიდან ბათუმისკენ რეისების რაოდენობა კვირაში 7-დან 14-მდე გაიზრდება.

«ბელავია» საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. გარდა ამისა, 15 ივნისიდანვე გაიზრდება ფრენების სიხშირე თბილისის მიმართულებით: კვირაში 7-ის ნაცვლად 11 რეისი შესრულდება. ფრენის დღეებს დაემატება სამშაბათი, ოთხშაბათი, შაბათი და კვირა“, – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

მისივე ინფორმაციით, ავიაკომპანიამ მიიღო მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის მიმართულებით კვირაში 5-ჯერ ფრენის უფლება, 12 ივნისიდან კი დაიწყებს კვირაში 10-ის ნაცვლად 14 რეისის განხორციელებას სტამბოლის მიმართულებით14.

ოფიციალური თბილისის პოზიცია

ოფიციალური თბილისი პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას თავს არიდებს, ბელარუსის მიმართულებით ფრენებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას კი კერძო კომპანიებზე ცდილობს.

"საქართველოს არ აქვს პირდაპირი ფრენები ბელარუსის მიმართულებით. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, კერძო კომპანიების გადასაწყვეტია. მაგრამ ამავე დროს ჩვენ ძალიან ბევრი ნიუანსი უნდა გავითვალისწინოთ. პირველ რიგში, ის, რომ პანდემიის პირობებში თუკი ფრენები არსებობს, ამით სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით პრობლემები. ჩვენ ყველა ნიუანსის გათვალისწინებით, ძალიან პასუხისმგებლობით ვუდგებით ამ საკითხს, იმისთვის რომ ჩვეულებრივ ადამიანებს არ შეექმნათ თუნდაც სამშობლოში დაბრუნების პრობლემა. ამასთან, ძალიან ბევრი ბელარუსული კომპანია საქართველოში უკვე მოღვაწეობს, რომელთაც ჰყავთ თავიანთი წარმომადგენლები, თანამშრომლები, ჩვეულებრივი ბელარუსი მოქალაქეები, რომლებმაც გვინდა, რომ იხილონ რა არის დემოკრატია, რა არის განვითარება. ისინი უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში და ეს ყველაფერი უნდა ნახონ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამ ქვეყანასთან ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ინტენსიური საქმიანობა განვახორციელეთ ბევრი მიმართულებით", – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

რაც შეეხება ინციდენტს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მომხდარს გამოეხმაურა იმგვარი ფორმულირებით, რომ დაკავებული ჟურნალისტი არ უხსენებია და მოგვიანებით განცხადების განმარტებაც მოუხდა.

„ეს არა დუმილი, ლუკაშენკოს რეჟიმის სასარგებლოდ პოზიციონირებაა“

საქართველოს ხელისუფლებას შიდა პოლიტიკურ დონეზე მწვავედ აკრიტიკებენ, არ აუბა რა მხარი ევროპელი პარტნიორების პოზიციონირებას და გამოთქვამენ წუხილს, რომ ამ თვალსაზრისით უკრაინა პროცესების ავანგარდშია და აქვს შესაძლებლობა, დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის მიმართულებით პროგრესიც განიცადოს. გამოთქმულ კრიტიკას იზიარებს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი და როგორც „აქცენტთან“ საუბრისას აღნიშნავს, „ბელავიასთან“ დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მეტია, ვიდრე დუმილი.

„ეს მხარდაჭერაა – მკაფიო პოზიციონირება ლუკაშენკოს რეჟიმის სასარგებლოდ“– ამბობს ზაქარეიშვილი და განმარტავს, რომ მსგავსი დამოკიდებულება უკვე ყოველგვარ „წითელ ხაზებს“ სცდება:

„ჩვენ ან ვართ დემოკრატიულ სამყაროში, ან არა – ეს ძალიან მკაფიოდ უნდა ჩანდეს. მთელი ცივილიზებული სამყარო აღშფოთებულია ბელარუსის ხელმძღვანელობის ქცევით, როდესაც მან თვითმფრინავის გატაცებით ტერორიზმი განახორციელა! ჩვენ აშშ–სა და ევროკავშირზე მეტი მოკავშირეები არ გვყავს და ამ ფონზე ჩვენი საქციელი გამაოგნებელია, არაფრით არ ჯდება ამ ორი დიდი მხარდამჭერის კონტექსტში. მკაფიოდ უნდა გვეთქვა, რომ ჩვენთვის მიუღებელია ტერორიზმი და ვწყვეტთ კონტაქტებს „ბელავიასთან“.

ზაქარეიშვილის ანალიზით, მსგავსი პოზიციონირებით – დემოკრატიული სოლიდარობით საქართველო უპირველეს ყოვლისა, სწორედ რომ საკუთარ თავს გამოუცხადებდა მხარდაჭერას:

„ცივილიზებული სამყარო მხარს დემოკრატიულობაში გვიჭერს, ჩვენ კი უნდა ვაჩვენოთ, რომ დემოკრატიულები ვართ და სად არის დემოკრატიული სოლიდარობა? როგორ შეიძლება, „ჩამოვკიდოთ“ ბელარუსს, რომელიც 10 წელიწადში, ღმერთმა უწყისს, როგორი სახელმწიფო იქნება?! ნაცვლად იმისა, რომ ამ რეჟიმს შევეწინააღმდეგოთ, ძალიან დაბეჩავებული ხალხის იმიჯი გვაქვს. ამის ერთადერთი მიზეზი კი შიშია, რომ ვაითუ ბელარუსმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს“.

რა რისკებს ქმნის ბელარუსის აღიარება?

2019 წელს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარი ბელარუსის შესაძლო საერთაშორისო იზოლაციის გამო თქვა. კერძოდ, მან გადაწყვეტილების მიზეზად ნატო–ს ყოფილი გენერალური მდივნის ხავიერ სოლანას გაფრთხილება გაიხსენა და განმარტა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის აღიარების შემთხვევაში ბელარუსს სანქციები და საერთაშორისო იზოლაცია დაემუქრებოდა:

„მზად ვიყავი ხელი მომეწერა აფხაზეთის აღიარების განკარგულებაზე. რუსებს ასე ვუთხარი. მაგრამ რა მოხდებოდა შემდეგ? ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ხავიერ სოლანა მოვიდა ჩემთან და მითხრა: „თუ აფხაზეთს აღიარებთ, საბანკო სისტემიდან გაგთიშავთ და სრულ იზოლაციაში მოექცევით“ - განაცხადა ლუკაშენკომ.

ზაქარეიშვილი იგივე მიზეზით ეჭვობს, ლუკაშენკო საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილებამდე მივიდეს, მაგრამ მსგავსი ნაბიჯი რომც გადადგას, რაშიც თავისთავად არც არაფერი იქნება სახარბიელო, დარწმუნებულია, რომ განვითარებას ვერ პოვებს, მეტიც, დროებითი იქნება:

„ლუკაშენკო მილიონჯერ იფიქრებს, წავიდეს თუ არა მსგავს პროვოკაციაზე, რადგან ეს მიუღებელი იქნება ევროპისთვის და სერიოზული გამოწვევა გახდება ბელარუსისთვის. ამდენად, ვფიქრობ, ამას ბელარუსში არ დაუშვებენ, მაგრამ რომც დაუშვან, დროებითი იქნება: ბელარუსში სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი – ან იმარჯვებს ხალხი და ქვეყანა ხდება უფრო მეტად ევროპული, ან – ბოლომდე რუსეთის სატელიტი სახელმწიფო. ჩვენ კი შეგვრჩება ჩვენი "დოყლაპიობა", არადემოკრატიულობა“. ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ აღიარების საკითხი დემოკრატიულობაზე უარის თქმის საპირწონე არაა, იქნება რა ის „რუსულ „ყულაბაში“ კიდევ ერთი ქულა“: „ეს იქნება მხოლოდ ლოკალური ამბავი და არანაირი განვითარება არ ექნება, მეტიც, ყველაზე მალე „აორთქლდება“. პრორუსულ სახელმწიფოებს შორის სირია თავისი გეოპოლიტიკური გათვლებით უფრო ძლიერი სახელმწიფოა, ვიდრე ბელარუსი, მაგრამ სირიის აღიარებით საქართველო არ დაქცეულა. ყველაზე საშინელი აღიარება განახორციელა რუსეთმა. აქ სწორედ რუსეთია მთავარი ფაქტორი და საკმარისია, მან წაიღოს აღიარება, რომ ყველა დანარჩენიც წაიღებს“.

ამდენად, ზაქარეიშვილის ფიქრობს, რომ საქართველომ პრინციპული ნაბიჯი უნდა გადადგას, მათ შორის უკრაინასთან მიმართებაში. საუბარია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე, რომლისგანაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია თავს იკავებს:

„უკრაინა და ჩვენ რუსეთისგან ყველაზე დაზარალებული სახელმწიფოები ვართ. მაგრამ სამწუხაროდ, ვიქცევით იმგვარად, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, როგორ სახელმწიფოს წარმოადგენს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S