Accentnews.ge
"რუსეთმა საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენა, შემდეგ კი მათ შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და არჩევნებში ჩარევას ცდილობდა"

"რუსეთმა საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენა, შემდეგ კი მათ შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და არჩევნებში ჩარევას ცდილობდა"

08/06/2021 04:52:00 საგარეო პოლიტიკა

"რუსეთმა საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენა, შემდეგ კი მათ შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და არჩევნებში ჩარევას ცდილობდა", – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში რუსეთმა უზარმაზარი ინვესტიცია ჩადო სამხედრო შესაძლებლობებში, მათ შორის ბირთვულ შეიარაღებაში

"რუსეთი ემუქრება მეზობლებს, სამხედრო ძალა გამოიყენა საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, მოახდინა ყირიმის უკანონო ანექსია, აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაცია. და ახლა ჩვენ ვიხილეთ, რომ ისინი [რუსები] ცდილობდნენ ჩარევას საშინაო პოლიტიკურ პროცესებში, არჩევნებში, ახორციელებდნენ კიბერთავდასხმებს და სხვა სახის ჰიბრიდულ აგრესიულ ქმედებებს ნატო-ს მოკავშირე ქვეყნების წინააღმდეგ. აგრესიული ქმედებების ეს მოდელი, სამხედრო იარაღით დაწყებული ჰიბრიდული კიბერ ინსტრუმენტებით დამთავრებული, ნატო-ს ყველა მოკავშირეს აშფოთებს. ის, რასაც ვაკეთებთ, არის, რომ მხარს ვუჭერთ პარტნიორებს, მაგალითად, უკრაინასა და საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებას ვუწევთ", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S