„მოქალაქეები“ გამოდიან ინიციატივით, რომ პოლიტიკური ჯგუფის შექმნა ორ დეპუტატს შეეძლოს

08-06-2021 09:09:41 საშინაო პოლიტიკა

პარტია „მოქალაქეები“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდიან, რომ პოლიტიკური ჯგუფის შექმნა ოთხი დეპუტატის ნაცვლად, ორ დეპუტატს შეეძლოს.

ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი აღნიშნული ცვლილებების მომზადების მიზეზად იმას ასახელებენ, რომ პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობა მიეცეთ, სრულად მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო საქმიანობაში და უკეთ განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობები.

ინიციატორები ცვლილებების განხილვას დაჩქარებული წესით ითხოვენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები