
თურქეთიდან საქართველოში ახალი მატარებლით პირველი სატვირთო რეისი შესრულდება
22/07/2019 15:47:32 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა
თურქეთიდან საქართველოში ხვალ პირველი სატვირთო რეისი შესრულდება.
„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ცერემონიაში კომპანიის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე მიიღებს მონაწილეობას.
ხუთ ვაგონიანი შემადგენლობა ერზერუმთან მდებარე ლოგისტიკური ცენტრიდან, ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალით იმოძრავებს.
ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალი ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში მუშაობს. აღნიშნული რკინიგზით მგზავრთა გადაყვანაც იგეგმება.