
ვერშბოუ: „ჩემი კანდიდატურა საქართველოში აშშ–ის ელჩის თანამდებობაზე არავის შეურჩევია“
23/07/2019 04:47:04 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
NATO-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, რომლის თანახმად, იგი საქართველოში აშშ–ის ელჩად ინიშნება.
„ვამაყობ, რომ ვარ საქართველოს მეგობარი და მხარს ვუჭერ ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, თუმცა მსურს, განვაცხადო, რომ ჩემი კანდიდატურა საქართველოში აშშ–ის ელჩად არავის შეურჩევია“, – წერს ვერშბოუ „ტვიტერში“ პირად გვერდზე.
ცნობისთვის: აშშ–ის საქართველოში ელჩი 2018 წლის აპრილიდან არ ჰყავს.