Accentnews.ge
ცხინვალმა იტალიის ქალაქ რანდაცოსთან ე.წ. თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

ცხინვალმა იტალიის ქალაქ რანდაცოსთან ე.წ. თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

15/05/2019 12:41:20 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ იტალიის ქალაქ რანდაცოს მუნიციპალიტეტთან ე.წ. თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.

„შეთანხმება ხელს შეუწყობს ცხინვალისა და რანდაცოს ორმხრივ თანამშრომლობას,  მათ შორის უფრო მჭიდრო ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ურთიერთობის დამყარებას“, - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

„აქცენტი“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S