რომელი შეზღუდვები იხსნება საქართველოში

22-06-2021 11:17:02 საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის გამო დაწესებული რიგი შეზღუდვები იხსენება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

იხსნება შემდეგი შეზღუდვები:

  • დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება;

„დღეიდან პირბადის ღია სივრცეში ტარება სავალდებულო აღარ იქნება. პირბადის ტარება სავალდებულო დარჩება ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა

  • 1 ივლისიდან "კომენდანტის საათი" უქმდება;

გადაადგილებაზე შეზღუდვა 2020 წლის 28 ნოემბრიდან ამოქმედდა. 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ფეხით, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა იყო აკრძალული. 2021 წლის პირველი ივნისიდან კი, შეზღუდვის პერიოდი შემცირდა და 23 საათიდან დილის ოთხ საათამდე მოქმედებდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები