
საქართველოს რუმინეთის, ავსტრიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან
22/06/2021 12:06:07 საგარეო პოლიტიკა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის, ავსტრიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან,– ამის შესახებ რუმენითის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ “ტვიტერზე” წერს.
ამავე წყაროს ცნობით, დიპლომატები საქართველოს სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში ჩამოვლენ.
“ევროკავშირი მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს. ევროკავშირის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორების მიმართ ევროკავშირის მეტ ჩართულობაშიც გამოიხატება, მათ შორის გაჭიანურებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მანდატით, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდერ შალენბერგსა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისთან ერთად 24-26 ივნისს საქართველოს ვეწვევით”, – წერს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა მადლიერება გამოხატა მინისტრებისა და ჟოზეფ ბორელის მიმართ მათ მიერ დაფიქსირებული მხარდაჭერის გამო.
როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ევროკავშირის აქტიურ ჩართულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეგიონული უსაფრთხოებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლისათვის.