
ზურაბიშვილი უკრაინას ეწვია
22/06/2021 17:34:00 საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვია.დახვედრის ოფიციალური ცერემონია კიევში უკრაინის პრეზიდენტის სასახლეში 23 ივნისს გაიმართება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას შეხვდება. შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში წარიმართება.
ამავე წყაროს ცნობით, კიევში დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები: უკრაინის პრემიერთან დენის შმიგალთან და უკრაინის ეროვნული რადას თავმჯდომარესთან დმიტრო რაზუმკოვთან.
საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან.