
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას კიევში ხვდება
23/06/2021 09:00:37 საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრას მართავს.
მანამდე უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.
სალომე ზურაბიშვილი კიევს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია. კიევში დაგეგმილია შეხვედრები უკრაინის პრემიერთან, დენის შმიგალთან და უკრაინის ეროვნული რადას თავმჯდომარესთან, დმიტრო რაზუმკოვთან.
საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან.