
მოსკოვი: "თუ საჭირო გახდა, ცეცხლსაც გავხსნით"
24/06/2021 09:58:44 მსოფლიო
"რუსეთი თავისი საზღვრების ხელშეუხებლობას როგორც დიპლომატიური, ისე სამხედრო მეთოდებით დაიცავს" - განაცხადა დღეს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.
მისივე თქმით, "რუსულ მხარეს შეუძლია, საღი აზრისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებდეს კოლეგებს, მაგრამ როცა ეს არ ჭრის, როცა კოლეგებს არ ესმით, რუსეთს შეუძლია, ცეცხლიც გახსნას".
"საქმე ძალიან სერიოზულადაა. ჩვენ განვიხილავთ ბრიტანული მხარის მოქმედებებს, აღშფოთებულები ვართ და აღვნიშნავთ, რომ შეტაკების ზღვარზე მსგავს ბალანსირებას შეიძლება, უმძიმესი შედეგები მოჰყვეს", — დასძინა რიაბკოვმა.