Accentnews.ge
"გერმანიის პირველ არხს აფხაზეთის შესახებ სიუჟეტში ისტორიული ფაქტების დამახინჯების გამო ოფიციალური წერილი გაეგზავნა"

"გერმანიის პირველ არხს აფხაზეთის შესახებ სიუჟეტში ისტორიული ფაქტების დამახინჯების გამო ოფიციალური წერილი გაეგზავნა"

23/07/2019 12:00:09 კონფლიქტები, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საქართველოს საელჩომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გასულ სიუჟეტთან - „აფხაზეთი - თოკით დაშვება საბჭოთა ნანგრევებზე“ დაკავშირებით, გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას და რეპორტაჟის ავტორს ისტორიული ფაქტების დამახინჯების გამო ოფიციალური წერილი გაუგზავნა.

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სიუჟეტში საქართველოს ტერიტორიაზე - აფხაზეთში არსებული ვითარება სათანადოდ წარმოჩენილი არ არის.

„გაცნობებთ, რომ საქართველოს საელჩომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მოახდინა შესაბამისი რეაგირება 21 ივლისს გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გასულ სიუჟეტთან „აფხაზეთი - თოკით დაშვება საბჭოთა ნანგრევებზე“ დაკავშირებით. ისტორიული ფაქტების დამახინჯების გამო, ოფიციალური წერილი გაეგზავნა გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას და რეპორტაჟის ავტორს. წერილში მითითებული იქნა, რომ სიუჟეტში დამახინჯებულია ისტორიული ფაქტები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - აფხაზეთში - არსებული ვითარება არაა სათანადოდ წარმოჩენილი.

საქართველოს საელჩო ყურადღებით ადევნებს თვალყურს გერმანულ მედიაში საქართველოს შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და, საჭიროების შემთხვევაში, მიმართავს შესაბამის ზომებს.

საელჩო დიდი კმაყოფილებით იღებს ცნობად საქართველოს მოქალაქეების სიფხიზლესა და ყურადღებას, რომელიც აღნიშნული სიუჟეტის ეთერში გასვლამ გამოიწვია და მადლობას უხდის ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ზემოთ ხსენებულ საკითხში”, - ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროსაც თავის მხრივ ჰქონდა კომუნიკაცია გერმანულ მხარესთან აღნიშნულ საკითხზე.

სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ აფხაზეთი საქართველოს სტალინმა შეუერთა. დაახლოებით იგივე განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, როცა საქართველო დაადანაშაულა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და გენოციდში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S