Accentnews.ge
შავ ზღვაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მასშტაბური წვრთნები დაიწყო

შავ ზღვაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მასშტაბური წვრთნები დაიწყო

28/06/2021 05:56:53 მსოფლიო

შავი ზღვის უკრაინის აკვატორიაში აშშ-ის მეექვსე ფლოტისა და უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ორგანიზწბით, მასშტაბური სამხედრო წვრთნები Sea Breeze 2021 დაიწყო.

წვრთნაში, რომლის მიზანია შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცება, მონაწილეობს ნატოს წევრი და პარტნიორი 32 ქვეყანა, მათ შორის საქართველო. სწავლება Sea Breeze უკვე ოცი წელია ტარდება, თუმცა, ამდენი მონაწილე არასდროს ჰყოლია.

სწავლებაში ჩართულია 5 000 სამხედრო, 32 გემი, 40 საფრენი აპარატი და სპეცდანიშნულების და მყვინთავების 18 რაზმი.

წვრთნებში მონაწილეობისთვის ოდესის პორტში შევიდა ამერიკული სარაკეტო გემი „როსი“.

სამხედრო წვრთნები წარიმართება სხვადასხვა, მათ შორის, სადესანტო გემების შეჯახების, ხმელეთზე მანევრების, წყალქვეშა ოპერაციების და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სცენარით. სწავლებაში მონაწილეობს ნატოს მეორე, მუდმივი საზღვაო ჯგუფი. მანევრები 23 ივლისამდე გაგრძელდება.

წვრთნების დაწყებამდე რუსეთის საელჩომ აშშ-ში განაცხადა, რომ Sea Breeze-ის „მასშტაბურობა და აშკარად აგრესიული ხასიათი არანაირად არ შეესაბამება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების რეალურ ამოცანებს, ზრდის არამიზანმიმართული ინციდენტების რისკებს და კიევის მილიტარისტული განწყობების წახალისებაა“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ნატოს ძალების მონაწილეობით შავ ზღვაში მიმდინარე სწავლებას ყურადღებით დააკვირდებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S