Accentnews.ge
დონალდ ტრამპი: ჩემი მიზანი ირანში ხალხის თავისუფლებაა

დონალდ ტრამპი: ჩემი მიზანი ირანში ხალხის თავისუფლებაა

28/02/2026 15:46:00 მსოფლიო

ჩემი მიზანი ირანში ხალხის თავისუფლებაა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანში იერიშების დაწყების შემდეგ Washington Post-თან მოკლე სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სურს, რომ ირანი უსაფრთხო ადგილი იყოს.

„ხალხისთვის მხოლოდ თავისუფლება მსურს. უსაფრთხო ქვეყანა მსურს და ეს არის ის, რაც გვექნება“, - განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, დღეს დილით დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ოპერაციას „ეპიკური მძვინვარება“ ეწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S