კანადაში ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

28-06-2021 16:43:43 ეს საინტერესოა

კანადაში ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. კერძოდ, როგორც BBC წერს, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ტემპერატურა 46.6 გრადუსს აღწევს.

როგორც მეტეოროლოგები აღნიშნავენ, დასახელებულ ადგილებში 84 წელია, ასეთი მაღალი ტემპერატურა არ ყოფილა. მათი პრგნოზით, მაღალი ტემპერატურა კიდევ დაახლოებით, ერთი კვირის მანძილზე შენარჩუნდება.

მოსალოდნელი გაუსაძლისი სიცხეების შესახებ მოსახლეობა უკვე გააფრთხილეს აშშ–იც. რეკორდულად მაღალია ტემპერატურა ვაშინგტონსა და ორეგონის შტატებში. ამის გამო რიგ ქალაქებში კოვიდვაქცინაციის ცენტრების ნაწილი დახურეს. მოქალაქეებს მოუწოდებენ, მზეზე დიდხანს ყოფნას მოერიდონ.

რაც შეეხება საქართველოს, ძლიერი სიცხის შემდეგ სინოპტიკოსები უხვ ნალექს პროგნოზირებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები