
სალომე ზურაბიშვილი გაერო–ს გენერალურ მდივანს შეხვდა
30/06/2021 18:30:38 საგარეო პოლიტიკა
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის საკითხი განიხილა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო–ს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიარეშთან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობას გახელაძის გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა.
პირისპის შეხვედრა 30 ივნისს პარიზში, საერთაშორისო ფორუმში Generation Equality Forum ფარგლებში გაიმართა.
საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტეირიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, მათ შორის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და ადამიანთა უკანონო გატაცებებს.