აშშ-ის საელჩო: "მხარს ვუჭერთ ლგბტქ საზოგადოებას, გამოიყენონ შეკრების თავისუფლება"

05-07-2021 10:22:33 საზოგადოება ,საგარეო პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შეხვდა.

საელჩო აცხადებს, რომ შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მხარდაჭერას, შეასრულონ საკუთარი ვალდებულება ყველა მოქალაქის ადამიანის უფლებების დასაცავად.

"საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით ყველა მოქალაქეს გარანტირებული აქვს თანასწორობისა და ღირსების უფლება, და სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის მიუხედავად საკუთარი პიროვნების თავისუფლად განვითარების უფლება. ელჩი დეგნანი რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ლიდერს შეხვდა, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების განვითარებაში მათი საქმიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა გამოეხატა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ქართველის თავისუფლებას, მათ შორის ლგბტქი+ საზოგადოებას, გამოიყენონ თავიანთი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება არაძალადობრივი გზით", – ნათქვამია საქართველოში აშშ–ის საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის: თბილისში, რუსთაველის გამზირზე "თბილისი პრაიდის" “ღირსების მარშია” დაგეგმილი.

საპატრიარქომ მარშის პარალელურად, კონტრაქციას დააანონსა. ამასთან, საპატრიარქო ქაშუეთის ტაძარში ორ პარაკლისს აანონსებს.

საპატრიარქო ორი პარაკლისის ჩატარების მიზეზად მრავალრიცხოვანი მრევლის სურვილს ასახელებს.

"ვითვალისწინებთ რა მრავალრიცხოვანი მრევლის სურვილს, რომ ორშაბათს, 5 ივლისს, ლოცვა ჩატარდეს შუადღისასაც, ვაცხადებთ: პარაკლისი ქაშუეთის ტაძარში გადახდილი იქნება 13 საათზეც. ასე რომ, სავედრებელი პარაკლისი ქაშუეთის ტაძარში აღევლინება როგორც 13 საათზე, ისე 17 საათზე", - ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები